მოსკოვში ვიზიტის წინ ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში გადავიდა

02 აპრილი 2021, 15:34 785 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა განაცხადა. მისი განაცხადებით, ფაშინიანი თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა და მუშაობას დაგეგმილი დღის წესრიგით, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება. ფაშინიანისა და პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრას ადასტურებს კრემლის პრეს-სამსახურიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი