ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს, იგი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ბეღელური ცხელი ხაზის მეშვეობით აქტიური კომუნიკაციითა და მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა. რამაზ ბეღელური 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. იგი ამავე სოფლის მკვიდრია.