ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს, რომელიც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
ოსურმა მხარემ რამაზ ბეღელური ქართველ პოლიციელებს სოფელ ერგნეთში გადასცა.
სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, ბეღელური მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა.
რამაზ ბეღელური 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. იგი ამავე სოფლის მკვიდრია.