საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

01 აპრილი 2021, 11:01 1104 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 437 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 28 712 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 922, პისიარტესტით – 10 790.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,74 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,64 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 23, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი