კლასტერული შემთხვევების ტენდენცია გამოჩნდა, რაც განგაშის ზარის პირველი ნიშანია - ამირან გამყრელიძე 

31 მარტი 2021, 16:33 742 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ კოვიდმა შემოკრა გონგი განგაშის ზარს. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს სათანადოდ არ დაიცავს, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდება.

"უკვე გვაქვს მცირე კლასტერული, ჯგუფური ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ხდება სწრაფად იზოლირება, კონტაქტირებულების თვითიზოლაციაში გადაყვანა, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.''-განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მისივე განმარტებით, გრძელდება ქელეხების, ქორწილების გადახდა, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია ინფექციის გავრცელების. რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში თბილ პერიოდში შევალთ შედარებით მეტი იმედით, რომ მესამე ტალღას ავცდებით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ რომ ჭიათურის რაიონის რამდენიმე სოფელში გაუარესებული ეპიდვითარების გამო წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი