პლაჟის იჯარით გადაცემის საკითხი საკრებულომ გადადო-ხმაური საკრებულოს სხდომაზე

30 მარტი 2021, 15:01 1462 ნახვა

ბათუმის ბულვარის მიმდებარედ  პლაჟის კომპანია ,,ბათუმი თაუერისთვის“  გადაცემის  საკითხს ქალაქის საკრებულო დროებით აღარ განიხილავს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხს საჯარო განხილვების შემდეგ დაუბრუნდებიან. ინვესტორს  ,,ელ მერიდიანის“  გასწვრივ სანაპირო ზოლი გრძელვადიანი იჯარით უნდოდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტები შეეწინააღმდეგენ. მათ პოზიციას იზიარებს ბათუმის ბულვარის დირექტორიც. ირაკლი ჯინჭარაძე საკრებულოში მივიდა და იქ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში