გაფრთხილებული იყო საკითხის ინიციატორი, რომ თანხვედრაში ყოფილიყო ბულვარის განაშენიანების კონცეფციასთან - არჩილ ჩიქოვანი

30 მარტი 2021, 13:19 926 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ საკითხის ინიციატორი გაფრთხილებული იყო თანხვედრაში ყოფილიყო ბულვარის განაშენიანების კონცეფციასთან, რომელიც საბოლოოდ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

მისივე განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია საკითხის გადაწყვეტა კანონის შესაბამისად, ისე, რომ არ დაზიანდეს მოქალაქეების ინტერესი.

"გენერალური გეგმის პირველი ეტაპი წარდგენილი არის, გაფრთხილებული იყო საკითხის ინიციატორი, რომ თანხვედრაში ყოფილიყო ბულვარის კონცეფციასთან. ჩემთვის პრიორიტეტულია საკითხის გადაწყვეტა კანონის შესაბამისად და იურიდიული საფუძვლებით, ისე რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესები"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი