იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს - თეა ახვლედიანი

30 მარტი 2021, 12:07 767 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნებათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს, რომლებიც ვაქცინას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიტარებენ. 

,,ამ პროცესთან დაკავშირებით საჭირო სქემა განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში გაავრცელებს ამ ინფორმაციას.

ეპიდემიის მართვის პროცესში რეგულაციების დაწესებასა თუ გაუქმებაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეტაპობრივად და თანმიმდევრულად იღებს გადაწყვეტილებებს, სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ მუშაობს ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზონებთან მიმართებაშიც"-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მათთვის ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულო არ იქნება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მედპერსონალისთვის დაახლოებით 500 დოზამდეა გამოყოფილი, რისკ ჯგუფები კი ვაქცინის არჩევანში შეზღუდული არ იქნებიან.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას, მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ვთვლით, რომ მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან.

მათ შეეძლებათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას შესაბამისი დოკუმენტაციით, ისინი გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ ვაქცინაციას"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი