"ეს არ არის არც საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა, არც ჩაკეტვა და არც იზოლირება" - "ლე მერიდიანი" 

29 მარტი 2021, 20:48 1587 ნახვა

"მოეწყობა მაღალი კლასის პლაჟი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვის". ამის შესახებ კომპანია "ლე მერიდიანის'' დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განაცხადა.

​მისივე თქმით, საუბარი არ არის ტერიტორიის ჩაკეტვასა და იზოლაციაზე. ქალაქის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, გენგეგმის ჯგუფმა განსაზღვრა, სად განლაგებულიყო საშხაპეები, შეზლონგები, მსუბუქი ტიპის პლაჟები, კაფე თუ დროებითი კონსტრუქციები. 

"ეს არ არის არც საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა, არც რაიმეს ჩაკეტვა ან იზოლირება" - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

​სასტუმრო "ლე მერიდიანის" მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით ითხოვს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი