ფერდის გამაგრებითი სამუშაოები ვაშლიჯვარში

29 მარტი 2021, 17:53 920 ნახვა

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.

გეოლოგები ფიქრობენ, რომ მათი ეჭვები გამართლდა და სასწრაფოდ მეწყრის შემაკავებელი საინჟინრო სამუშაოები ჩასატარებელი. მოქალაქეები კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელშიც მოსახლეობაც ჩაერთვება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში