ხვალიდან მოქალაქეები ''ასტრაზენეკას'' ვაქცინით ბათუმის მედ-ცენტრში აიცრებიან - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი 

29 მარტი 2021, 15:31 776 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხვალიდან მოქალაქეები ''ასტრაზენეკას'' ვაქცინით ბათუმის მედ-ცენტრში აიცრებიან, რესპუბლიკური საავადმყოფო კი ფაიზერით ვაქცინაციას გააგრძელებს. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის რეგიონში ვაქცინაცია 470-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე არიან 65 წელს გადაცილებული პირებიც. 

''ფაიზერით ვაქცინაცია ხვალ დაიწყება, 1344 ჯავშანია რეგიონის მასშტაბით. რასაც ვაკვირდებით ინტენსიურად მოხდა დაჯავშნა ,,ფაიზერზე'', ''ასტრაზენეკასთან'' შეადრებით. ეს ლოგიკურიც იყო, მაგრამ ,,ასტრაზენეკას'' ვაქცინაც კარგი ტემპით მიდის. მხოლოდ დღეს 30 პირია აცრილი. უკმაყოფილების  მიზეზი არ არსებობს, რადგან მხოლოდ ორი კვირა ჩანდა დაჯავშნის პერიოდი. მომდევნო დღეებში რაც იქნება ამას უკვე პორტალი გვიჩვენებს. ის ვინც დარეგისტრირებულია თავის დოზას აუცილებლად მიიღებს'' - განაცხადა მინისტრმა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი