შეხვედრა ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და მოადგილემ ახალგაზრდული პარლამენტისა და სამინისტროს წევრებთან ერთად მომავალი თანამშრომლობის გეგმები და გასვლითი შეხვედრა დაგეგმეს.
თანამშრომლობის მიზანს ახალგაზრდებისათვის საინტერესო სადისკუსიო ფორმატების, ბანაკებისა და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეთავაზება წარმოადგენს.