პირველ დღეს საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

26 მარტი 2021, 20:03 1521 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემის პირველ საჭიდაო დღეს სამი მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია.

ფინალის მოგება თემურ ნოზაძემ მოახერხა, ვაჟა მარგველაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

60 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონობა თემურ ნოზაძემ მოიპოვა. 66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქალთა კატეგორიის 57 კგ. წონაში კი ეთერ ლიპარტელიანმა ნორა ჯაკოვასთან ფინალი ვაზარით დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი ისტორიაში პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

52 კგ.ში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა. ასევე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ბაგრატ ნინიაშვილმა 66 კგ.ში წააგო.

თბილისური გრანდ სლემის პირველ დღეს ქართველების ანგარიშზე 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალია.

პირველი დღის შემდეგ საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე უზბეკეთია, ხოლო მესამე ადგილზე იტალიაა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში