კომპანია ფაიზერმა კოვიცსაწინააღდეგო ვაქცინის გამოცდა ბავშვებში დაიწყო

26 მარტი 2021, 14:47 3396 ნახვა

კომპანია ფაიზერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში დაიწყო. ამერიკელი ექსპერტებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების განცხადებით,  ვაქცინაციის გარეშე ბავშვებში კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირება  ვერ მოხდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევების პირველი მონაწილეები პრეპარატით უკვე აიცრნენ. პირველ ეტაპზე ცდებში 144 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

კვლევების ფარგლებში შესწავლილი იქნება სამი ასაკობრივი ჯგუფის დოზირება. საუბარია  6 თვიდან 2 წლამდე, 2-დან 5 წლამდე და 5-დან 11 წლამდე ბავშვებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში