ინდოეთში ფინანსურ დედაქალაქ მუმბაიში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე არსებულ კერძო საავადმყოფოში კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ.
შემთხვევის მომენტში სტაციონარში 70-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მუმბაი პანდემიის ყველაზე ცუდ ფაზაშია.
გასულ დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 5 ათას 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ.