აჭარაში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 420-მდე მედიკოსი აიცრა

26 მარტი 2021, 12:44 1046 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით აჭარაში 420-მდე მედიკოსი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისათვის 45 ჯავშანია გაკეთებული.

სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის „ფაიზერით“ აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა.

ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი. 

საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი გუშინ 18:00 საათიდან გახდა ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინა გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები ამბობენ, რომ ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი