ქობულეთში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - მამაკაცი გარდაიცვალა

25 მარტი 2021, 12:24 976 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე 60 წლამდე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც, აჭარის მაუწყებელს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა განუცხადა, ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი