პოლონური ანსაბმლის ფოლკ-კონცერტი

16 სექტემბერი 2025, 20:00 89 ნახვა

ზღვისპირა ქალაქში პოლონურმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „დოლინა დუნაიცი“ კონცერტი გამართა.

მოქალაქეებს ნახევარი საათის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ პოლონური კულტურისთვის დამახასიათებელი ცეკვები, მოესმინათ ავთენტური მუსიკალური შესრულება და გაცნობოდნენ პოლონური ხალხური ტრადიციების ისტორიას.

ანსამბლი „დოლინა დუნაიცი“ საქართველოში 10 სექტემბერს ჩამოვიდა. ისინი უკვე წარსდგნენ სვანეთში, სადაც ადგილობრივებსა და ვიზიტორებს ფოლკლორული ნომრები წარუდგინეს. 

ბათუმში კი ჯგუფი 17 სექტემბრამდე დარჩება და სხვადასხვა კულტურულ სივრცეში გაიმართება მათი კონცერტები.

ანსამბლის სტუმრობა მიზნად ისახავს პოლონური კულტურის პოპულარიზაციასა და ქართულ-პოლონური კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

„დოლინა დუნაიცი“ პოლონეთის ერთ-ერთი აღიარებული ფოლკლორული ანსამბლია, რომელიც წლებია ინარჩუნებს და ავრცელებს ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ტრადიციას.

ჯგუფი რეგულარულად მართავს კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარობას სწორედ ტრადიციული რეპერტუარისა და ავთენტური შესრულების გამო ინარჩუნებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი