ბურჭულაძის წერილი

16 სექტემბერი 2025, 19:57 282 ნახვა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი „აბსურდულია“.

ჯუანშერ ბურჭულაძე გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს ინფორმაცია, თითქოს ესპანეთში შეძენილი სახლი არ შეიტანა დეკლარაციაში, არის სიცრუე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმედს იტოვებს, რომ „უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება .“ წერილს მისი ადვოკატი მარიამ შათირიშვილი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე