საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყება მალე, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციასა და პირბადეებზე - თენგიზ ცერცვაძე

24 მარტი 2021, 15:37 1620 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მალე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყება, თუ მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციასა და პირბადეების ტარებაზე.

„ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში. გერმანია ძალიან ფრთხილობს, კანცლერმა მერკელმა გააკეთა განცხადება, ის შეხვდა მხარეების პრემიერ-მინისტრებს და გაახანგრძლივა ლოქდაუნი 28 მარტამდე, რადგან ელოდებიან მესამე ტალღას.

იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი