არ შეიძლება მოითხოვდე ხელი არ შეგეშალოს წახვიდე რესტორნებსა და სპორტდარბაზებში, მაგრამ უარს ამბობდე ვაქცინაციაზე 

24 მარტი 2021, 15:24 1648 ნახვა

არ შეიძლებ ​კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობიდან გქონდეს სრული თავისუფლება ხელი არ შეგეშალოს იარო რესტორნებსა და მაღაზიებში, ღამით გადაადგილდებოდე, ფიტნეს და სპორტდარბაზებში მიდიოდე და მეორე მხრივ ჯიუტად უარს ამბობდე ვაქცინაციაზე - ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გააკეთა. 

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ ვაქცინაცია არ გააქტიურდა, ლოქდაუნების ხელახლა შემოღება გახდება საჭირო და არ არის გამორიცხული დაიწყოს მესამე ტალღაც. 

''მივმართავ მოსახლეობას, არ არსებობს არანაირი საფუძველი ვაქცინაციაზე უარის თქმის. ''ასტრაზენეკა'' არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, დადგინდა ეს და ყველა მკაცრმა მარეგულირებელმა გააკეთა  განცხადება. ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი, მეტი რა ვქნათ?

არ შეიძლება გინდოდეს, ​კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობიდან, გქონდეს სრული თავისუფლება ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში და მაღაზიებში იარო, ღამით გადაადგილდებოდე, ფიტნეს და სპორტდარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე. ეს ორი რამ შეუთავსებელია. ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ ან მეორე. ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქციანციაზე და  მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ლოქდაუნების ხელახლა შემოღება, რაც გასულ წელს გავიარეთ'' - განაცხადა ცერცვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში