სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვაქცინაციის მიმართ უპრეცენდენტო პასიურობაა და პირბადეების ტარების მაჩვენებელი დაბალია - თენგიზ ცერცვაძე

24 მარტი 2021, 15:20 1084 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. თენგიზ ცერცვაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებაზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ვაქცინაციის უპრეცენდენტო პასიურობაა, რასაც პირბადეების ტარების ძალიან დაბალი მაჩვენებელი ემატება.

"მსოფლიოში შეინიშნება მატება ახალი შემთხვევების, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში,. ევროპის ბევრ ქვეყანაში მკაცრდება შეზღუდვები და ახალი ლოქდაუნები შემოდის, მესამე ტალღის მოლოდინშია ევროპა და ამერიკა.

საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით სტაბილური შემთხვევებით მოსვლა. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ჩვენ არ ვცხოვრობთ, იზოლირებულ სამყაროში. სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო, ის, რომ საქართველოში ვაქცინაციის უპრეცენდენტო პასიურობაა და ფაქტიურად მასობრივი ვაქცინაცია ჯერ ვერ ხერხდება და მეორე ხალხი მინიმალურ რეგულაციებს არ ასრულებს, ეს ეხება განსაკუთრებით პირბადეების ტარებას.

70% იყო პირბადეების ტარება სულ რაღაც ერთი თვის წინ ესეც დაბალია 90 უნდა იყოს და ახლა ჩამოვიდა 42%-რაც საგანგაშო ნიშანია.

საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, უნდა აირჩიოს ორი ვარიანტიდან ერთ ერთი: პირველი, ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე, მიუხედავად იმ ერთეული საბედისწერო შემთხვევებისა და ერთვება აქტიურად ვაქცინაციის პროცესში, პარალელურად ვაფართოვებთ პირბადეების ხმარებას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილებას, ასეთ შემთვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა და მეორე გზა, რომელსაც ახლა ვადგავართ სამწუხაროდ, ეს არის გრძელდება სკეპტიციზმი, არ ვიცრით.

მივმართავ მოსახლეობას, არ არსებობს არანაირი საფუძველი ვაქცინაციაზე უარის თქმის, "ასტრაზენეკა" არის ძალიან კარგი ვაქცინა, დადგინდა ეს.

ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი