ჯანმო: გასულ კვირას კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

24 მარტი 2021, 11:55 1085 ნახვა

გასულ კვირას კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი თქმით, ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 8%-ით, ხოლო მსხვერპლის რიცხვი 3%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის განცხადებით, უკვე მეოთხე კვირაა მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება. ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 124.8 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 2.7 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში