როგორ უნდა გაიაროთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია

24 მარტი 2021, 13:15 1748 ნახვა

ხვალიდან, 25 მარტიდან ვებგვერდზე booking.moh.gov.ge  65 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვის რეგისტრაცია დაიწყება. აქამდე კი პორტალზე მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები ავსებდნენ მონაცემებს. 

ვაქცინაციაზე მისული პაციენტი თავს ჯანმრთელად უნდა გრძნობდეს და ეპიდემიოლოგის კითხვებს უნდა უპასუხოს, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალერგიულობას და სხვა საკითხებს უკავშირდება.  

ვიზიტის დასაჯავშნად კი საჭიროა შეარჩიო რეგიონი, რაიონი, შესაბამისი კლინიკა და კლინიკაში მისვლის ხელსაყრელი დრო. 

ასევე სახელი და გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის. როგორც კი „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადებში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის - განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.

''25 მარტიდან იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა პორტალზე 65 წლის ზემოთ პირებისთვის.  თავდაპირველად ხდება არჩევანი ვაქცინებს შორის და შემდეგ გამოჩნდება ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. ბუნებრივია, არჩევანი გარკვეულწილად შეზღუდულია. სულ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250, ამდენად, 14 400 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

ასევე ვაცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი