გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა. დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გაწმენდით სამუშაოებს უხვი ნალექი ართულებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე