ენ-დი-აის კვლევა

23 მარტი 2021, 20:06 927 ნახვა

რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს? - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით,  გამოკითხულთა 23 % „ქართულ ოცნებას“ ასახელებს. - 7%-ისთვის  კი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ ასეთი. არც ერთი პარტია ახლოს გამოკითხული 40 %- ის შეხედულებებთან არ არის. 14%-მა  კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8 %- ს პასუხი არ აქვს, 7 პროცენტი კი სხვა პარტიებს ასახელებს. 

„ენდიაის“ ამავე გამოკითხვის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 20% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 %, სხვა პარტიებს კი 9%. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“  კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.

კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, 10% კი ცუდად. კვლევას უკვე გაეცნენ პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან და ოპოზიციური სპექტრიდან.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში