ახალციხეში გარდაცვლილი ექთანი სოფელ ენთელში დაკრძალეს

23 მარტი 2021, 17:39 4790 ნახვა

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მედდა მეგი ბაქრაძე  დღეს სოფელ ენთელში  დაკრძალეს. 27 წლის  ექთნის   ოჯახი  საგამოძიებო უწყებას ნდობას უცხადებს და გამოძიების შედეგებს ელოდება.  

შეიძლებოდა თუ არა ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილება- ამ კითხვაზე ითხოვს ახლა ოჯახი პასუხს და  ახლობლების თხოვნით  საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ოჯახის ადვოკატს ახალციხის კლინიკა "იმედიდან" სამედიცინო ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია  გადაეცა, თუმცა როგორც ის აცხადებს,  საქმეში არსებული დოკუმენტაცია არასრულია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი