ეკატერინე ტიკარაძემ პირდაპირ ეთერში AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა

23 მარტი 2021, 15:14 837 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინა საჩხერეს კლინიკაში გაიკეთა.

"გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკისა და მისი მედპერსონალის მიმართ, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და ვთვლი, რომ კლინიკას და მის მედპერსონალს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის.  ვთვლი, რომ ისინი გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისთვის და იმ კლინიკისთვის სადაც ბევრი დადებითი წლები და ემოცია მაქვს გატარებული, ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქ ჩამეტარებინა ვაქცინაცია. ეს იყო გარკვეულწილად სიმბოლურიც და მოტივის მიმცემი საჩხერის კლინიკის ექიმებისთვის.

უკუჩვენება რომ ყოფილიყო მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. კითხვარს გავეცი დეტალური პასუხი, თავს კარგად ვგრძნობ"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი