გონიოს მოსახლეობა მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვს და აქციას მართავს

23 მარტი 2021, 12:20 829 ნახვა

გონიოს მოსახლეობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას მართავს. ისინი ყოფილი მეურნეობის ტერიტორიების დაკანონებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ნაკვეთები წინა ხელისუფლების დროს დაუკანონეს, თუმცა მოგვიანებით ჩამოართვეს.

ოჯახების ნაწილის განცხადებით, მოქალაქეების ნაწილს პროტესტისა და დავის შემდეგ ტერიტორიები დაუკანონეს, ნაწილი კი ამ დრომდე ვერ ახერხებს რეგისტრაციას.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ ნაკვეთები მათ საკუთრებაში აღიარა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო პროცესს აფერხებს. 

მოქალაქეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაგრატიონის ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ. 

აჭარის მაუწყებელი სამინისტროს პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში