საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

23 მარტი 2021, 10:53 845 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 299 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 903 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 296, „პისიარ“ ტესტით – 6 607.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,53% ბოლო 14 დღის – 1,61%, ბოლო შვიდი დღის – 1,82%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 20, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

კარანტინის რეჟიმშია 203, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 467 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 179 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი