65 წელს ზემოთ პირები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან - ეკატერინე ტიკარაძე

22 მარტი 2021, 14:15 1262 ნახვა

ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 65 წელს და 75 წელს ზემოთ პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "ასტრა ზენეკა" აღიარა როგორც უსაფრთხო და ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში გაგრძელდება, გამომდინარე აქედან საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 წელზე და 65 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფები არის ის ჯგუფები, რომლებისთვისაც ეს ინფექცია ყველაზე საშიშია, აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა.

პორტალი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია. 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია გაგრძელდება, თუმცა 25 რიცხვის შემდგომ ისინი ვერ გამოიყენება იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომლებზეც ხელმისაწვდომობა მათ აქამდე ჰქონდათ"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები სასურველ ვაქცინას თავად აირჩევენ.

"თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, შესაბამისად ყველა ვაქცინა იქნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი"-განაცხადა ტიკარაძემ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი