საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან Air Baltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს.
მათივე განცხადებით, რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე რეისები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით შესრულდება მაისიდან კი ფრენები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.