ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ წოდებულ, 88 წლის ასაკში გარდაცვლილ დათა პაპას დღეს დაკრძალავენ. ჭირისუფალს სახლთან მისვლის საშუალება არ აქვს და სამძიმარს მავთულხლართებთან მყოფები გამოხატავენ. დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა. უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.