ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი სტუდენტებთან ერთად გამწვანების აქციაში ჩაერთო. ბაქოსა და მაქაცარიას ქუჩების კვეთაში არსებულ ახლადაშენებულ სკვერში 40-მდე ნეკერჩხალი, მაგნოლია და ტუია დაირგო.
1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა.