ომბუდსმენი მთავრობას: მოხსენით ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტი შობის მსგავსად

20 მარტი 2021, 15:10 1075 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 მარტს გააუქმოს გადაადგილების შეზღუდვა, რათა ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდეთ დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნის შესაძლებლობა.

ნინო ლომჯარიას აპარატი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პრაქტიკა ქვეყანაში უკვე გვაქვს - გადაადგილების შეზღუდვა ერთი დღით მოხსნილი იყო 2021 წლის 6 იანვრის ღამეს, საშობაო ლიტურგიის დროს.

ასევე, კომენდანტის ერთი ღამით შემსუბუქება იგეგმება 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დროს. საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს ოფიციალური წერილით მიმართეს. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში