5 დღე ვაქცინაციიდან – აიცრა 3674 მედიკოსი

20 მარტი 2021, 15:17 825 ნახვა

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3 674 თანამშრომელი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მარტის მონაცემებით, შესაბამის პორტალზე რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის  5250 მუშაკი.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი