ვაქცინაცია მაღალმთიან აჭარაში დროებით შეჩერებულია – ვაქცინაციის პროცესი რეგიონში

20 მარტი 2021, 15:20 988 ნახვა

აჭარაში ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში მრავალპროფილურ კლინიკებში  გაგრძელდება.  მაღალმთიანი აჭარის იმუნიზაციის 4  ცენტრში კი კოვიდ აცრებს აღარ  ჩაატარებენ. მიზეზად თანმდევი რისკების თავიდან არიდებასთან ერთად დაბალი მიმართვიანობაც სახელდება. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში განვითარებულ მოვლენებმა გარკვეული გავლენა იქონია პროცესზე და შედარებით შემცირებულია ექიმების მხრიდან აცრის ჩატარების მოთხოვნაც. დღეს ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმში მიმდინარეობს, სადაც 15 მსურველია რეგისტრირებული.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში 3 ათას 980 დოზა ვაქცინა იყო გამოყოფილი სამედიცინო სექტორისთვის, პირველ 5 დღეში დაახლოებით 10 პროცენტი აიცრა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი გართულებები არ ყოფილა. მათი თქმით, რამდენიმე ექიმს ჰქონდა აცრის შემდგომი რეაქცია მსუბუქი ფორმით.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი