თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული შეთანხმება დატოვა

20 მარტი 2021, 12:03 899 ნახვა

თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო შეთანხმება დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას  თურქული  მედია ავრცელებს. ”ქალთა უფლებების დაცვის გარანტი ჩვენი შიდა კანონებით დაწესებული რეგულაციებია, პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია.

ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიური და ძლიერია იმისათვის, რომ საჭიროებისამებრ შეასრულოს ახალი რეგულაციები ”, - აცხადებს თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი. ევროპის საბჭოს შეთანხმება მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, დამნაშავეების სამართლებრივ დევნას და გენდერული თანასწორობისთვის ხელის შეწყობას.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალთა მიმართ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ მთავრობა მის აღმოსაფხვრელად იმუშავებს, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მისმა მთავრობამ ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად საკმარისად არ იმოქმედა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი