შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა დღეს გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო.