ბათუმში 11 წლის ბიჭი მამამ სასტიკად სცემა, ბიჭთან ერთად მან ფიზიკურად იძალადა 10 წლის გოგონაზეც. მოძალადე მამა პოლიციამ მომხდარიდან 11 დღის შემდეგ დააკავა. როგორც ბავშვების დედა ამბობს, მამაკაცი წლების განმავლობაში მასზეც ძალადობდა, თუმცა პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა. შემთხვევა ბათუმში, 18 ოქტომბერს მოხდა. ბავშვის დედის თქმით, მან 11 და 10 წლის შვილები მამასთან ერთი საათით დატოვა. ისინი განქორწინებულები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძალადე მამაკაცი, ერთხელ უკვე იყო დაკავებული თუმცა, სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვა.