შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება

19 მარტი 2021, 12:02 963 ნახვა

დღეიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ასევე, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე მაყურებლებს დაუშვებენ, თუმცა დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით.კიდევ ერთ სპორტულ ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ გულშემატკივრები. ძიუდოში გრანდსლემი ჩატარდება , რომელზეც  მაყურებელთა 30% დაიშვება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები . ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი