დამეწყვრის საფრთხე ვაშლიჯვრის ახალ გზაზე

18 მარტი 2021, 20:08 1382 ნახვა

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე გაჩენილ დიდი ზომის ნაპრალს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გუნდი  არასწორად დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებს. როგორც ამბობენ, მეწყრის შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დამცავი სამუშაოების ჩატარება.

ნიადაგის გამაგრება კი არარეალურია და სავარაუდოდ, მეწყერსაშიში მასის მოხსნა აუცილებელი იქნება. სიტუაცია ადგილზე შეაფასეს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" წარმომადგენლებმაც.

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესები გააქტიურების გამო, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტს შეიზღუდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი