დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გვერდითი რეაქცია ''იმედის'' კლინიკაში მედიცინის მუშაკას დაუფიქსირდა.
პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა და ის თბილისში გადმოჰყავთ.
ვაქცინა და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან. ვაქცინებზე არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად, დაახლოებით ვაქცინის შეყვანის შემდეგ არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება დაახლოებით 15, 20 30 წუთში ინექციიდან.
ზოგადად მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც კაცობრიობა იყენებს ბავშვების ასაცრელად ანაფილაქციური რეაქციები ხდება დაახლოებით მილიონზე ერთი. ეს რეაქციაც შეიძლება წავიდეს მსუბუქად ან მძიმედ და შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი. როცა კორონას ვაქცინით იცრებიან ადამიანები ამ ბარათზე უკანა მხრიდან წერია რა არის ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, ხშირი და შედარებით ნაკლებად ხშირი. ასევე აცრამდე არსებობს სპეცილაური გამოკითხვის ბარათი. ექიმი ეკითხება ასაცრელს ამ კითხვებს, რომლებმაც შეიძლება გამოავლინოს მომატებული რისკი ალერგიულ რეაქციაზე. ამიტომ ეს მიღებული წესია და ჩვენთან ეს ბარათი დამტკიცებულია შესაბამის ნორმალტიული აქტით და ამ ბარათს მიხედვით ხდება გამოკითხვა.
დღეს ახალციხეში, "იმედის" კლინიკაში 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი, რომელიც ანამნეზით როგორც ვიცი სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და ასევე არ აღნიშნავნდა ანამეზში ალერგიულ რეაქციებს. აცრის შემდეგ ქალბატონმა მოუწოდა პირდაპირი ეთერით სამედიცინო პერსონალს გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია, ჩენ ჯერ არ ვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია.
მას დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც პროტოკოლითაა გაწერილი, არ მოიხსნა რეაქცია და ის გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.
დაწყებულია პარალელურად შემთხვევის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს მიერ, პროცესში ჩართულია იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრები '' - განაცხადა გამყრელიძემ.