გონიოში ანდრია პირველ წოდებულის ჩიხში მცხოვრებლები კომპანია „ნექსთ გონიოს“ უპირისპირდებიან. როგორც ამბობენ, მათი მიწები სამშენებლო კომპანიამ უკანონოდ მიისაკუთრა.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილბა, რის შედეგადაც კომპანიას 1 ლარად გადასცეს მიწა. კომპანია მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
ამბობენ, რომ მიწა კერძო კომპანიისგან კანონის დაცვით შეიძინეს. მიწის ნაკვეთი, რომელიც 4 ათას კვადრატამდეა სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს.