საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

18 მარტი 2021, 10:53 1168 ნახვა

საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,55 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,53 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 26, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი