თურქეთის ართვინის პროვინციის იუსუფელის რაიონის სოფელ დერეიჩში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ხის სახლში გაჩნდა, მისი მიზეზი ჯერ უცნობია. ძლიერი ქარის ზემოქმედებით ცეცხლი მალე გავრცელდა მეზობელ სახლებზეც.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოფელში 170 საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლი 50 უკიდია. შემთხვევის რაიონში სახანძრო და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი არ არის.