ბავშვთა გასართობი ცენტრები შესაძლოა მარტის ბოლოს გაიხსნას. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სფეროს წარმომადგენლები შრომის ინპექტირების დეპარტამენტის უფროსს შეხვდნენ.
როგორ უნდა გაიხსნას ობიექტები, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გეგმას შეიმუშავებენ და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან.
ათეულობით ბავშვთა გასართობი ცენტრი ქვეყანაში 1 წელია დახურულია, ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ ძირითადად იჯარის ვალდებულების გამო ბევრი ცენტრი დაიხურა და თუ ასე გააგრძელა, მათ რიცხვს კიდევ არაერთი დაემატება, თავად კი შემოსავლის გარეშე არიან.