ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება 

15 მარტი 2021, 15:06 796 ნახვა

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლების, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის უფროსის ბექა ფერაძისა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კვეტენაძის შეხვედრა დასრულდა.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, შემუშავდება ამ კატეგორიაზე მორგებული რეკომენდაციები, რომელიც უზრუნველყოფს სექტორი გახსნის დროს იყოს მდგრადი.

მისივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფში სექტორის წარმომადგენლებიც შევლენ. საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას კი 2 კვირის შემდეგ, რეკომენდაციების განხილვის შემდეგ გამოიტანს.

"შევჯერდით, რომ მომდევნო 2 კვირა უნდა გამოვიყენოთ რათა რეკომენდაციები იყოს ადაპტირებული და მორგებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი კვირა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და სტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით მივიღოთ შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება. ჩვენ საბჭოს წარვუდგენთ შესაბამის რეკომენდაციას, სექტორის მზაობას და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება"-განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი