„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციაში უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რეგიონში არსებულ აქტუალურ საკითხებს. პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად გოგი ფუტკარაძე დაინიშნა. როსტომ აბაშიძე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აპარატს უხელმძღვანელებს. ინფორმაციას და ვიდეო მასალას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.