დღეს, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პროცესი ნებაყოფლობითია და პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრას ითვალისწინებს. ისინი რეგისტრაციას გადიან და ვაქცინის ორ დოზას რამდენიმეკვირიანი ინტერვალით იკეთებენ.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ პირებს, რომლებსაც კორონავირუსი უკვე ჰქონდათ. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, ვირუსით ინფიცირებიდან 120 დღე, ანუ 4 თვე უნდა იყოს გასული.
დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ინფიცირებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ ის ''ასტრაზენეკას'' ვაქცინას გაიკეთებს.
ბათუმში ვაქცინა უკვე გაიკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ კოვიდი დაუდასტურდა.